ჩვენ შესახებ

ისტორია

კომპანია "მშენბერი" დაარსდა 2013 წელს და წარმოადგენს მრავალპროფილიან კომპანიას.

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება. 

ჩვენი მისიაა ავაშენოთ კომფორტული და ხარისხიანი საცხოვრებელი სახლები, დავიმსახუროთ ყველაზე მთავარი - მომხმარებლის ნდობა, რადგან მიგვაჩნია, რომ ხარისხი და ნდობა წარმატების მთავარი საწინდარია.

ჩვენი მიზანია დავნერგოთ ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტი.

კომპანიის გუნდის მხრიდან ახალი იდეების, ინოვაციების დანერგვა შესაძლებლობას იძლევა ყოველთვის იყოს დაცული მშენებლობის ვადები და შესრულების მაღალი ხარისხი.