პროექტი

"პუერარია"

მწვანე კონცხი

   სასტუმრო კომპლექსი “პუერარია” * მდებარეობს მწვანე კონცხზე,

ყოფილი მეოთხე სამმართველოს დასასვენებელ სახლთან. აღნიშნული ნაკვეთი

1883 წელს საჩუქრად მიიღო რუსეთის მაშინდელმა მეფისნაცვალმა ნიკოლოზ ბარიატინსკიმ,

სადაც მან ააგო სახლი, რომელსაც 1920 წლამდე ფლობდა. შემდგომში კი შვეიცარიაში

გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო სახლი და ნაკვეთი დანიის მოქალაქეს სტროუსს

მიჰყიდა, რომელმაც თავის მხრივ აგარაკის მოვლა-პატრონობა ვინმე ლარსენს დაავალა.

     1927 წლიდან სახლი იჯარით აიღო საქართველოს უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმმა. 1969 წელს საქართველოს მთავრობამ ეს აგარაკი გამოისყიდა და ტერიტორიაზე

მოაწყო საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მთავარი მეოთხე სამმართველოს

დასასვენებელი სახლი “მწვანე კონცხის” სახელით.

     სასტუმრო კომპლექსი “პუერარია” მდებარეობს ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს

და ცნობილ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან (113 ჰა). კომპლექსის ფართობი შეადგენს

12 000 მ2. აპარტამენტების ფართები 27-დან 93მ2-მდე. კომპლექსი ზღვიდან

250 მეტრში მდებარეობს. შენობაში იგეგმება რესტორნები, ფიტნეს და

სპა ცენტრები. აგრეთვე სასტუმრო კომპლექსი “პუერარია” უზრუნველყოფილ იქნება

სამედიცინო ცენტრით, დაცული მიწისქვეშა ავტო ფარეხითა და სხვა ბევრი

კულტურული დანიშნულების მქონე დაწესებულებებით.             .  

     მწვანე კონცხზე კლიმატი სუბტროპიკულია. წლიური ტემპერატურა +15; +17 გრადუსს

შეადგენს. ყველაზე თბილი თვე აგვისტოა. ამ დროს საშუალო ტემპერატურა +25-დან

+30 გრადუსამდე მერყეობს. ყველაზე ცივი თვე იანვარია სადაც ტემპერატურა საშუალოდ +6; +8 გრადუსს შეადგენს.

“პუერარია”*  პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი ხვიარა მცენარეა,

ის მწვანე კონცხის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრეცებული ტროპიკული მცენარეა.

სწორედ ამიტომ ამ ზღაპრული ადგილის ირგვლივ მუდმივი სიმწვანეა.


კონტაქტი

მიმდინარე სიახლეები